გამგებლის ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტში
2013-08-23 23 აგვისტოს ქობულეთის საკრებულოში გაიმართა სხდომა, სადაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გიორგი რომანაძის კანდიდატურას საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას ინარჩუნებს, გამგებლის ახალ კანდიდატურას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის კადრად მოიაზრება, საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ყოფილი გამგებელი, თენგიზ ზოიძე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ივლისს დააკავა. მას ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში, გულგრილობასა და თანხების გაფლანგვაში ედებოდა. 28 ივლისს, ზოიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 30 ივლისს მან პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. 1 აგვისტოს კი პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა გამგებლის ერთ-ერთმა მოადგილემ რევაზ ხარაზმა.