გამგებლის ცვლილება ხულოს მუნიციპალიტეტში
2013-08-23 23 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გურამ ხოზრევანიძემ, საკრებულოს პირადი განცხადებით მიმართა გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ყოფილმა გამგებელმა გათავისუფლების მიზეზად, სამუშაო ადგილის შეცვლა დაასახელა.
აღსანიშნავია ის, რომ იმავე სხდომაზე განიხილეს და დააკმაყოფილეს ბესიკ ბაუჩაძის განცხადება გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე 22 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ორივე განცხადებას.