გამგებლის ცვლილება ადიგენის მუნიციპალიტეტში
2013-08-27 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის გამგებელი, სიმონ პარუნაშვილი დააკავა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა.
29 აგვისტოს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სიმონ პარუნაშვილს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა da გამგებელს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტა. გამგებლის მოვალეობას კი მოადგილე არსენ ბალახაშვილი ასრულებს.