გამგებლის ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტში
2013-08-29 29 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ზაზა გულიაშვილი წარადგინა. დეპუტატებმა მის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. გულიაშვილი ადრე ქარელის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი არ გამოცხადებულა. შეგახსენებთ, რომ გამგებლის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე გოშაძე სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე