გამგებლის ცვლილება ლენტეხში
2013-08-23 23 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გადააყენეს
გამგებელი
- ზაზა ლიპარტელიანი. გამგებლის გადაყენების მიზეზად მისი
არაკომპეტენტურობა დასახელდა. საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს გამგებლის
მხარდამჭერებმა. მათ მთელი კვირის განმავლობაშისაკრებულოსშენობა პიკეტირებული ჰქონდათ.ზაზალიპარტელიანმა კი რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი
საკრებულოს წინააღმდეგ.
მოგვიანებით საკრებულო ფარულად შეიკრიბა და გამგებლის მოვალეობის
შემსრულებლელად გურგენ ფურლიანი (კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის ყოფილი
ხელმძღვანელი) დანიშნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძველი გამგებლის მხარდამჭერთა
მხრიდან პროტესტი და შენობის დაკავება მოჰყვა, სიტუაციის განსამუხტავად აუცილებელი
გახდა პოლიციის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, გამგებლის გადაყენებისა და მისი
შემცვლელის დანიშვნის შესახებ დოკუმენტაცია საკრებულოში რეგისტრირებული არ არის.