ზეწოლა პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობაზე
2013-09-16 16 სექტემბერს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის - ნინო ბურჯანაძის შეხვედრას ახმეტაში ესწრებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი - თამარ ონიაშვილი. იგი „დემორკატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პარტიის ახმეტის შტაბის თავმჯდომარის - ბაგრატ ნათელაურის მეუღლეა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები გააფრთხილეს, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას თუ არ დაესწრებოდნენ, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ