სახელმწიფოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ფაქტი ქუთაისში
2014-05-03 3 მაისს ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ გამგებლების კანდიდატები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე მოსახლეობა მიმდებარე რაიონებიდანაც იყო ჩასული. „სამართლიანი არჩევნების“ კოორინატორმა დააფიქსირა, რომ ხარაგაულიდან ქუთაისში პრემიერის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მივიდა გამგეობის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, კოორდინატორმა ასევე დააფიქსირა გამგეობის კუთვნილი ავტომობილები ხარაგაულიდან ქუთაისისკენ მიმავალი ავტომანქანების რიგებში.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის 1 (გ) პუნქტის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიის პროცესში სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.