საჩუქრები გადაცემის ფაქტი დევნილთა ოჯახებისთვის ქარელში
2014-04-17 2014 წლის 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - ზაზა გულიაშვილი იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. იგი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ამავე პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატად გეგმავს მონაწილეობას. გულიაშვილმა ახალსოფლის, მოხისისა და აგარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. ასევე მოინახულა ახალსოფელში მცხოვრები უხუცესი მოქალაქე - ოლია პოლიკაშვილი და მას ფულადი თანხა, 100 ლარი, გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურ ქსელებში .


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე