ქსენოფობიური განცხადების გაკეთების ფაქტი ბათუმში
2014-05-06 „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 6 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელზედაც „ლეიბორისტურმა პარტიამ“ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა დაასახელა, „ლეიბორისტური პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - დავით რობაქიძემ გააკეთა ქსენოფობიური განცხადება, კერძოდ, განაცხადა, რომ მიაჩნია ქალაქს წარმოშობით ქართველი უნდა მართავდეს. მან იქვე დასძინა, რომ მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ძირძველი ბათუმელი და ქართველია. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან, განსაკუთრებით პოლიტიკური პირებისაგან, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული განცხადებები, რომლებიც სიძულვილის და შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს, სრულიად მიუღებელია. ვთვლით, რომ აუცილებელია შიდა პარტიული დისციპლინის შემუშავება, რათა არ მოხდეს სიძულვილის ენის გამოყენება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე