ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტი ოზურგეთში
2014-05-23 2014 წლის 15 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას თანდართული ფოტო მასალით ინტერნეტ-პორტალი "გურია ნიუსი" ავრცელებს. ბაღს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. გახსნის ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ადგილზე მისულ სტუმრებს საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ოთახი კოალიცია „ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით დახვდათ მორთული. კერძოდ, ლურჯი ფერის ბუშტებით, ზედ გამოსახული კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომრით 41. მოგვიანებით, გაზეთ „გურია ნიუსთან“ საუბრისას, N9-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღმზრდელმა ნანა კობალავამ განაცხადა, რომ მან საკუთარი ინიციატივით მორთო ოთახი კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ მადლიერების ნიშნად. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე აგიტაციის გაწევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს. საიამ აღნიშნული ფაქტის თაობაზე განცხადებით მიმართა ოზურგეთის სალოქო საარჩევნო კომისიას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.