ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტი ხარაგაულში
2014-06-03 ხარაგაულის მუნიციპალური გაზეთის, „ახალი ხარაგაულის“ 2014 წლის 13 მაისის გამოშვება, თითქმის სრულად ეძღვნება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონის გამგებლობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს. გაზეთის აღნიშნულ ნომერში განთავსებულია რამდენიმე სვეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება კობა ლურსმანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ შორის გამგებლის თანამდებობაზე საქმიანობის დროს. ზემოხსენებული ფაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კერძოდ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ოფიციალური ბეჭდური მედია საშუალების მეშვეობით, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე