მაღალმთიან რეგიონებში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
2014-06-03 საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინიციატივით, რეგიონებში სადაც შობადობის კლებაა და მწვავედ დგას დემოგრაფიული პრობლემა, 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურად ფინანსური დახმარება გაიცემა, რომელიც ბავშვს 2 წლის ასაკამდე გაჰყვება. ფინანსური დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200, ხოლო ბარში 150 ლარს შეადგენს. მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა გურიის, იმერეთის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, მცხეთა - მთიანეთისა და კახეთის მასშტაბით იმოქმედებს. პროექტის წლიური ღირებულება 4 მილიონი ლარია, თუმცა სამომავლოდ მისი 8 მილიონ ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი. წინასაარჩევნოდ მსგავსი პროექტის განხორციელება, შესაძლოა საარჩევნო მიზნებით იყოს განპირობებული და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.