აგიტაცია ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ოზურგეთში
2014-05-15 2014 წლის 15 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N9 საბავშვო ბაღის გახსნას
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები ესწრებოდნენ. მისულ სტუმრებს ერთ-ერთი ოთახი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ატრიბუტიკით დახვდათ მორთული, სადაც გამოსახული იყო მათი რიგითი ნომერი. აღნიშნული ფაქტი გავრცელდა საინფორმაციო
საშუალების მეშვეობით, კერძოდ ,,გურია ნიუსის“ ვებ. გვერდზე. ბაღის გახსნასთან
დაკავშირებული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე აკრძალულია ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. აღნიშნული ფაქტი შესწავლილ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, რომელმაც დაადასტურა საქართველოს ,,საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის ფაქტი და ამავე კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალები გადაუგზავნა საოლქო საარჩევნო კომისიას ბაღის გამგის - ვერა ვასაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მიზნით