გურჯაანის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მონაწილეობა აგიტაციაში
2014-05-19 „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2014 წლის 19 მაისს, გურჯანიის N5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი - ბესარიონ თოდაშვილი, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი გამგებლობის კანდიდატის - გივი გერგიძის სასარგებლოდ მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ - ნატალია ბეგაშვილმა შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს განსახილველად. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესარიონ თოდაშვილი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას დაეკისრა ჯარიმა საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 79-ე მუხლის საფუძველზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე