სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი გურჯაანში
2014-05-13 13 მაისს, გურჯაანის გამგებლის - ემზარ ჯიქურაშვილის ბრძანებით, კაჭრეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გულო ბასილაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა გულო ბასილაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კორდინატორთან საუბარში განაცხადა, რომ ის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის - გივი რამაზაშვილის მეგობარი და მხარდამჭერია და სამსახურიდან გათავისუფლებას ამ ფაქტს უკავშირებს. გულო ბასილაშვილის განცხადებით, იგი რვა თვის განმავლობაში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას და არც გაფრთხილება და არც საყვედური არ მიუღია. მისი თქმით, გამგებელსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ემზარ ჯიქურაშვილმა გადაწყვიტა კენჭი ეყარა საკრებულოს წევრობის კანდიდატად სოფ.კაჭრეთში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე