პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი გურჯაანში
2014-05-15 სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ საბაბს ასახელებს 15 მაისს გამგებლის მიერ
გათავისუფლებული სოფ. კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ოთარ
მირიანაშვილიც, რომელიც, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის, გივი რამაზაშვილის მეგობარია. მისი გათავისუფლების საფუძვლად გათავისუფლების ბრძანებაში სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაა მითითებული, თუმცა მას არ ჰქონია მიღებული არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება ან საყვედური.
საინიციატივო ჯგუფის მიერ დარეგისტრირებულმა საკრებულოს წევრობის კანდიდატმა,
გივი რამაზაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში განაცხადა,
რომ ემზარ ჯიქურაშვილმა რამდენჯერმე შეუთვალა მას კანდიდატურა მოეხსნა, 6 მაისს კი
პირადად შეხვდა და მოსთხოვა კანდიდატურის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში
მეგობრების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს ემზარ
ჯიქურაშვილის ახლობლებმა - გელა ბაზერაშვილმა და მალხაზ ბაზერაშვილმა.
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორთან საუბარში ამ ფაქტს თავად ჯიქურაშვილიც
ადასტურებს.