ფიზიკური დაპირისპირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით
2018-11-06 6 ნოემბრის ღამის საათებში, სოფელ ბოდბეში „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს, ბესიკ ლაზარიაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი. პარტიის ინფორმაციით, უცნობი პირები ლაზარიაშვილს სიტყვიერ შეურაცყოფასაც აყენებდნენ და მოითხოვდნენ მეორე ტურისთვის პოლიტიკური აქტივობა შეეწყვიტა. თავად ბესიკ ლაზარიაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისგან და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე