პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარა
2018-11-12 12 ნოემბერს, აბაშაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, რომლის ხელმძღვანელობით მერიის თანამშრომლებს დაავალეს კარდაკარ პრინციპით შეხვედროდნენ მოსახლეობას და მკაცრად მოეწოდებინათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ. იმავე დღეს საჯარო მოხელეებმა კარდარ შეხვედრები ამომრჩეველთან მართლაც გამართეს.
ორმა საჯარო მოხელემ ზეწოლისა და გაცემული დავალების შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია თუმცა სახელისა და გვარის გასაჯაროვებას არ თანხმდებიან, რადგან შიშობენ, რომ ამ შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ.