ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2018-11-10 10 ნოემბერს ფოთის პოლიკლინიკაში სამედიცინო კომპანია „ევექსის“ ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ქირურგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ალერგოლოგი, დერმატოლოგი, ნეფროლოგი და გასტროენტეროლოგი შედიოდა. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აღნიშული აქციის მიმდინარეობას გაეცნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები კოტე თოფურია და მამუკა პაპასკირი.