ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2018-11-08 8 ნოემბერს ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი საბავშვო ბაღებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულებს ხელფასების 20%-ით გაზრდას შეპირდა. ხაშურის მერმა ხელფასების 20%-ით მატების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელსაც დაუდასტურა. გურასპაშვილმა განაცხადა, რომ გაზრდილ სახელფასო სარგოს ისინი იანვრიდან მიიღებენ.
მე-7 საბავშვო ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ხელფასების მომატებას შეეხებოდა და მერს თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ მოუთხოვია.