წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებისთვის ხელის შეშლა
2018-11-08 8 ნოემბერს, პრეზიდენტობის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა სადაც მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, თუმცა რუსმა სამხედროებმა ე.წ. „საზღვრის“ ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეების მშვიდობიანი და ღირსეული ყოფა უნდა უზრუნველყოს. პრეზიდენტობის კანდიდატს საოკუპაციო ხაზთან „ანტი-საოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნეტგაზეთის ინფორმაციით ღვინჯილია სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე