სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება
2021-09-04
23 აგვისტოს ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ეპიდსიტუაციის ზედამხედველობის სპეციალისტი ხათუნა ბეგიაშვილი გაათავისუფლეს . მისი განმარტებით გათავისუფლების მიზეზი გახდა ქალაქის მერის ყოფილი მოადგილის, ირმა მესხის მხარდამჭერი კომენტარის გაკეთება ფეისბუქზე, ასევე ნინო ქვირიას მიმართ გამოხატული მხარდაჭერა რის შემდეგაც მას ფოსტით გაუგზავნეს წერილი გათავისუფლების შესახებ. ხათუნა ბეგიაშვილი თვლის, რომ მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან არ არის „ქართული ოცნების" მხარდამჭერი.
ხათუნა ბეგიაშვილის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები" იცავს.