სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 ადგილობრივ მედია-საშუალება „სამხრეთის კარიბჭის"
ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს. ბიზნესმენებთან შეხვედრებს რწმუნებულთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ, რის შედეგადაც, 1-დან 16 აგვისტოს ჩათვლით, 87 პირმა, სამცხე ჯავახეთში არსებული ბიზნესის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას" 661 ათასი ლარი შესწირა.
შემწირველი ბიზნესმენები ყველაფერს უარყოფენ და ფაქტით დაინტერესებული პირების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.