წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტი
თარიღი: 2024-09-02
პერიოდი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ზუგდიდი , თათარაშვილის ქუჩაზე არსებული დევნილთა დასახლება
ინციდენტის კატეგორია: წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა , სიძულვილის ენის გამოყენება
2024-09-02
2 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ოფისში დაფიქსირდა მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან პოლიტიკური პარტიის წევრებისა და აქტივისტების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის, განცხადებით, ინციდენტის ორგანიზების პროცესში ჩართული იყო ოთარ კოდუა, რომელიც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას, მამაა. ასევე, ამ შემთხვევის დროს მოხდა სხვა აქტივისტების იდენტიფიცირებაც, მათ შორის ერთ-ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი. „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ დაპირისპირებასა და მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელებას, ასევე გამოვლინდა ადგილობრივ ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობებიც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე