წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტი
2024-09-13
13 სექტემბერს ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო
შეხვედრაზე, სადაც დელეგატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე, მოსახლეობას ხვდებოდა,
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა,
გიორგი ტურაბელიძემ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იგი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდაჭერისათვის გააკრიტიკა, რის გამოც, მმართველი
პარტიის მხარდამჭერებსა და ტურაბელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.