წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტი
2024-09-04
4 სექტემბერს წყალტუბოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, ერმილე
გიგიაძე, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. მედიისა და
მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შელაპარაკება
ერმილე გიგიაძესა და როლანდ ნუცუბიძეს შორის მოხდა. მმართველი პარტია, როლანდ
ნუცუბიძეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტად მოიხსენიებდა, მაშინ,
როდესაც პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, მას „ერთიანობა -
ნაციონალურ მოძრაობასთან" არავითარი კავშირი არ აქვს.
აღნიშნული არც „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება.