პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირები დაკავება
თარიღი: 2024-09-09
პერიოდი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: სიღნაღი , იარმუნღალოს თემი
ინციდენტის კატეგორია: პოლიტიკური ნიშნით დაკავება
2024-09-09
9 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის!" ადგილობრივი ლიდერი იორმუღანლოს თემში, ვუასალ კაიბოვი,
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. იმავე დღეს სიღნაღის რაიონული
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ვუასალ კაიბოვის საცხოვრებელი სახლი გაიჩხრიკა.
ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა სხვენიდან 2 ძველი იარაღი ამოიღეს. „სამართლიანი
არჩევნების" დამკვირვებლისათვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამოღებული
იარაღები, სავარაუდოდ, კაიბოვის ბაბუას ეკუთვნოდა. სიღნაღის სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძველზე, კაიბოვი 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ძლიერი საქართველოს" საგარეჯოს შტაბის უფროსის განცხადებით, კაიბოვის დაკავება მის
პოლიტიკურ აქტივობას და რეგიონში ახალგაზრდა მხარდამჭერების მობილიზებას
უკავშირდება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე