ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნით
2024-09-06
2024 წლის 6 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის (Facebook) გვერდის − „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება" მეშვეობითაც გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეკრებიდან 2 დღეში, 8 სექტემბერს, ახალციხეში ჩატარდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო ღონისძიება, რომელსაც, „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებლის ინფორმაციით, აქტიურად ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების თანამშრომლები.