ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
2024-08-31
2024 წლის 31 აგვისტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა და მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" დელეგატობის კანდიდატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.