ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნით
2024-09-13
2024 წლის 13 სექტემბერს, ფოთის მერიის სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდა. ამავე პოსტიდან ჩანს, რომ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას ხვდება და მუნიციპალიტეტის პროექტის განხორციელებას საკუთარ წარმატებად წარმოაჩენს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგატობის კანდიდატი, გიორგი ხახუბია, რის შესახებაც მან თავადაც გაავრცელა ინფორმაცია;