ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
2024-09-03
3 სექტემბერს, 17:00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სკვერის ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი, ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა დაორგანიზებული იყო სოფლის ტერიტორიული ორგანოს მიერ და ძირითადად, ესწრებოდნენ საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებული პირები, კერძოდ საჯარო სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის თანამშრომლები, ე.წ. „სოციალური პროგრამით" დასაქმებულები ოჯახის წევრებთან ერთად. შეხვედრას ჰქონდა პოლიტიკური შინაარსი;


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე