თარიღი: 2024-10-26 პერიოდი: 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე - 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე ოლქი: ჩუღურეთი ინციდენტის კატეგორია: უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები |
#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების" გარე დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო უბანთან სიახლოვეს წარმოქმნილმა ხმაურმა, რომლის მიზეზიც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მიერ ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ბენზინის ტალონის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება გახდა. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, გამგეობის წარმომადგენელი და მასთან მყოფი პირები მოცემულ პირს მობილური ტელეფონიდან დაფიქსირებული ჩანაწერის წაშლას სთხოვდნენ;