პირთა საეჭვო შეკრება
2024-10-30
#27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა შეკრებას საარჩევნო უბანთან. „სამართლიანი არჩევნების" გარე დამკვირვებლის თქმით, საეჭვო პირები შეინიშნებოდნენ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 14:00-15:00 საათიდან 18:00-19:00 საათამდე, უბნის შესასვლელთან მაქსიმუმ 10 მეტრში შეკრებილი პირები ფურცელზე აღრიცხვასაც მიმართავდნენ. გამოვლინდა ასევე შემთხვევა როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა უბნიდან გამოსულ ორ ამომრჩეველს ხელი მოაწერინა ფურცელზე და უთხრა რომ ორშაბათს ან სამშაბათს მიუტანდნენ.