პირთა საეჭვო შეკრება
2024-10-30
#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა პოლიტიკური პარტიის კოორდინატორების მნიშვნელოვანი მობილიზება. გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დაფიქსირდა პირთა დიდი რაოდენობით თავმოყრა. დამკვირვებლის განცხადებით, აღნიშნული პირები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების" კოორდინატორები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელმა ვერ მოახერხა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მან დააფიქსირა იმ ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი, საიდანაც ხსენებული პირი იღებდა და შემდგომში სხვა კოორდინატორებს გადასცემდა გარკვეულ დოკუმენტაციას. მანქანის მფლობელი კოორდინაციას უწევდა სხვებსაც.