#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება მიკროავტობუსისა და ორი მსუბუქი ავტომანქანის მეშვეობით. კერძოდ, დროდადრო გადაადგილდებოდნენ და მოჰყავდათ ამომრჩევლები ხმის მისაცემად. ამასთან ერთად, შეინიშნებოდა ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველთა ნაწილის მიკროავტობუსის შიგნით მსხდომ პირებთან კომუნიკაცია.