ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი
2024-10-30 #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლები და კომუნიკაციას ამყარებდნენ ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან. მათ შორის, რამდენიმე ადამიანმა ხმა მოცემულ საარჩევნო უბანზე მისცა, თუმცა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია არ დაუტოვებია. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, მოცემული პირები უბანთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ. ამავე უბანთან 07:30 საათიდან იმყოფებოდნენ ე.წ. „ძველი ბიჭები", რომლებიც იყვნენ აგრესიულები ოპოზიციური პარტიების მისამართით. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდებოდა ამომრჩევლებს და აგრესიულად მოუწოდებდა ხმის მიცემისკენ.