2024-10-26 #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა მიმდინარეობდა საჯარო მოსამსახურის, ქვემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მაია ჭოლიკიძის, კოორდინირებით. ორგანიზებული ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციას ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების შესახებ და პერიოდულად უკავშირდებოდა სხვა ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების თხოვნით;