ამომრჩეველთა აღრიცხვა
2024-10-26 #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ „ქართული ოცნების" კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და ორგანიზებული ტრანსპორტირება დაფიქსირდა. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, მოცემულ პირებს შორის შედგა თანხასთან დაკავშირებული კომუნიკაციაც. მან დააფიქსირა ქაღალდზე დატანილი ამომრჩევლების სიაც, ფურცლის სახით. დამკვირვებელი შეესწრო, თუ როგორ დაავალა ერთ-ერთმა კოორდინატორმა მეორეს, რომ მოშორებით დამდგარიყო და ეკონტროლებინა ვინ მოვიდოდა ხმის მისაცემად;