განმეორებითი ხმის მიცემის მცდელობა
2024-10-26 #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რამდენიმე კაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა განმეორებითი ხმის მიცემის მცდელობას. მათ შორის, ერთ-ერთი კაცი საარჩევნო უბანთან სხვადასხვა ქურთუკით ცხადდებოდა. მარკირების აღმოჩენისას ამომრჩევლები ამტკიცებდნენ, რომ ხელზე კბილის პასტის ან სხვა ლაქა ჰქონდათ. ზოგიერთ შემთხვევაში ამომრჩეველს ხელიც დააბანინეს. მარკირების მაინც დაფიქსირების მიუხედავად, ნაკადის მომწესრიგებელმა ამომრჩევლები მაინც შეუშვა საარჩევნო უბანზე. თუმცა, ვერიფიკაციის აპარატმა დაადასტურა, რომ მოცემულ ამომრჩევლებს ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე