2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი ებრალიძე ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის პირველ განყოფილებაში წაიყვანეს. მას ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით უფროსი ესაუბრა. განყოფილებაში მას კითხეს, თუ სად მუშაობდა, რაზეც გიორგი ებრალიძემ უპასუხა, რომ ის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს. შემდეგ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ხელფასი და მუშაობდა...
2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ბელგიაში მცხოვრებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა.
ლევან თაბორიძე აღნიშნულ ფაქტს იმ მოვლენას უკავშირებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში....
2012-08-02
2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" სოფელ ორულუს კოორდინატორ ემზარ ცაავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა ეწვია. ემზარ ცაავას თქმით, ირაკლი ცაავამ ოთახის კარი გადაკეტა და მისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იყო ოპოზიციაში და რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეეწყვიტა.
შელაპარაკების დროს ირაკლი ცაავა იარაღით იმუქრებოდა. მოგვიანებით ემზარ ცაავამ ოთახიდან გაქცევა მოახერხა და თხილის ნარგავებში 2 საათის განმავლობაშ...
2012-06-25
2012 წლის 25 ივნისს N24-ე ომალოს უბანზე პოლიციელმა ზურაბ ფარეულიძემ სახლიდან გამოყარა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები მარინა გაურგაშვილი და ნანა ციხესაშვილი და ამავდროულად თანასოფლელები გააფრთხილა, ვინც მათთან ითანამშრომლებდა დახმარებები მოეხსნებოდათ....
2012-08-13
მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპ...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-09-03
2012 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ელგუჯა თაბორიძე თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა კასპის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მასთან მივიდა კასპის კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი, რომელიც დაემუქრა, თუ მისი შვილი არ დაანებებდა თავს პოლიტიკურ საქმიანობას შესაძლებელი იყო დაეკარგათ სახლი. ბატონი ელგუჯას შვილი ლევან თაბორიძე ცხოვრობს და საქმიანობს ბრიუსელში. 2011 წლიდან არის ”ქართული ოცნების” აქტივისტი. 2012 წლის 15 ივლისს ბატონი ლევანი ”TV9”-ის ეთერით გამოვიდა ”ქართული ოცნების” მხარდას...
2012-09-03
ქ. ბათუმში 5 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა დაგეგმილი აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. კოალიციის აქტივისტებს აჭარაში ჩასვლამდე ქ.ლანჩხუთში შემოუერთდა, ასევე კოალიციის აქტივისტი ირაკლი დობორჯგინიძე. აქტივისტთა განმარტებით, მათ ირაკლი დობორჯგინიძის მიმართ თავიდანვე გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ, მისი შესაძლო თანამშრომლობაზე პოლიციის ო...
2012-07-22
ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, ერთ-ერთი ზურა გრძელიშვილი უთვალთვალებდნენ. ისინი შავი ფერის „მერსედესის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ.
[youtube]tbrftynGbio[/youtube]...
2012-08-02
კარალეთის ინციდენტის საქმეზე დაკავებული იქნა კახაბერ გოგიაშვილი. მას გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. იგი მოთავსებული იქნა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასზე იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა და იძულება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საიამ ასევე განცხადებით მიმართა საქართვ...
2012-07-13
2012 წლის 25 ივნისს კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრს, გივი პაატაშვილს, რომელიც ამავდროულად თელავში ტაქსის მძღოლად მუშაობს, მანქანაში ორი უცნობი პიროვნება ჩაუჯდა და უნივერსიტეტის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მათ პაატაშვილს მანქანა დაუსახლებელ ადგილას გააჩერებინეს, ჩხუბი დაუწყეს და ეუბნებოდნენ, რამდენჯერ უნდა გაეფრთხილებინათ, რათა მას დაეტოვებინა კოალიცია „ქართული ოცნება. უცნობებმა პაატაშვილს უთხრეს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ....
2012-07-13
2012 წლის 17 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი, დავით შენგელია, რომელიც კოალიციის აქტივისტებთან ერთად საკუთარი ავტომობილით სენაკიდან ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა. პატრულის თქმით მას ადრე გამოწერილი ჯარიმის საფასური გადაუხდელი აქვს, რის გამოც მანქანა გადაყვანილი უნდა იქნას საჯარიმო სადგომზე. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ დაუყოვნებლივ წარუდგინა გადახდის ქვითარი, მანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე, რის თაობაზეც პატრულის თანამშრომ...
2012-07-13
2012 წლის 10 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიმიტრი ხუმარაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარი ავტომობილით სოფელ ქვემო ქედიდან დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მას ჩამოართვა მანქანა და თელავის საჯარიმო ავტოსადგომზე გადააგზავნა. აღნიშნულ შემთხვევას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერი ნუკრი ხუციშვილი და დიმიტრი ხუმარაშვილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხუმარაშვილი დაესწრო 2012 წლის 2 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ქუთა...
2012-07-13
2012 წლის 7 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" ოთხი წევრი - მაია შალამბერიძე, კახა ქუთათელაძე, ანი დოლაბერიძე და ლევან ნემსიწვერიძე პოლიციაში პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა დაიბარა. მათ კოალიციის ოფისში დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ ისინი საკუთარი ნებით არ გამოცხადდებოდნენ, ძალით მოხდებოდა მათი მიყვანა პოლიციის შენობაში. ზემოაღნიშნული პირები აცხადებენ, რომ პოლიციაში დაბარებულებს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვები, კერძოდ, რატომ ჩავიდნენ ქუთაისში 2012 წლის 7 ივნისს, რატომ...
2012-06-27
იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეულ...
2012-07-31
2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 75 წლის ცინარა აბულაძესაც ჰქონდა. მისი შვილი, გოგიტა აბულაძე, რომელიც ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, 2012 წლის 18 იანვარს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც გოგიტას ოჯახის წევრები განმარტავენ, სამართალდამცავი ორგან...
2012-06-15
13 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ებანოიძე და სხვა აქტივისტები სოფელ ნემოძირის მოსახლეობას ხვდებოდნენ. სოფელში ასევე იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი - ბერდია ბექაური, რომელმაც შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს დაურეკა და დაშლისკენ მოუწოდა პოლიციელმა სოფლის ტერიტორია მალევე დატოვა....
2012-06-15
2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პაატა გაგუა პატრულმა გააჩერა და ჯარიმა იმ მიზეზით გამოუწერა, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების" შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ პაატა გაგუა არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ....
2012-07-18
მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას საიასთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს.
ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუ...
2012-05-21
2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გელა კევლიშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების ოჯახებზე, ვინც „გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟი მოახდინა, სამართალდამცავების მიერ ხორციელდება ზეწოლა და მოქალაქეები ახორციელებენ უკვე დაყენებული ანტენების დემონტაჟს....