2012-09-26
26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა ირმა კიტრია...
2012-09-25
25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილ...
2012-09-25
25 სექტემბერს, ღამით, ქობულეთში უცნობმა პირებმა 16 წლის დათო როყვა სასტიკად სცემეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. პირები, რომლებმაც დათო როყვა სცემეს, ეუბნებოდნენ, რომ მისმა მამამ და ძმამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას თავი უნდა დაანებონ....
2012-09-24
24 სექტემბერს გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ აქტივისტებს გიორგი ხახოშვილს და ვლადიმერ სუჯოშვილს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და რკინის ხელჯოხებით სასტიკად სცემეს....
2012-09-23
23 სეტემბერს, ღამით "ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ეს მჟავა იყო, რადგან დვალმა დაზიანებები მიიღო და მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულის ინფორმაციით, უცნობი პირები ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან "შკოდის" მარკის ავტომობილით მიიმალნენ. ბუბა დვალმა ავტომანქანის სანომრე ნიშნების გარჩევა ვერ შეძლო....
2012-09-23
23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა
დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ისინი არაფხიზელ მდგომარ...
2012-09-22
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 22 სექტემბერს, დაბა წნორში საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ აბულაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ მაისურში ჩაცმულ პირებს - გელა და ვახტანგ დარჩიაშვილებს. მოგვიანებით, გელა დარჩიაშვილი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ამ ფაქტს შეესწრო კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნუკრი კიკილაშვილი და შოთა ხუციშვილი. როგორც „სამართლიან არჩევნებს“ „ერთი...
2012-09-20
კასპის ცენტრში "თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატი, ლაშა ფავლენიშვილი სცემეს. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ლაშა ფავლენიშვილს გაესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ არ იცის ვინ და რატომ სცემეს ის....
2012-09-20
„სამართლიანი არჩევნების “გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, ...
2012-09-20
20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა...
2012-09-19
2012 წლის 19 სექტემბერს ბორჯომის რაიონის სოფ. დვირში „ქართული ოცნების“ აქტივისტი ავთო ნიკოლაევი სამმა პირმა მას შემდეგ გალახა, როდესაც ნიკოლაევმა 2 აქტივისტთან ერთად „ქართული ოცნების“ სააგიტაციო პლაკატების გაკვრა დაასრულა. ნიკოლაევი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში....
2012-08-15
15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მიკროავტობუსებში სხდებოდნენ. „ინფო–9“-ის ჟურნალისტი, ნინო ხელაძე და ოპერატორი დავით ჩავლეიშვილი აღნიშნული ფაქტის გადაღება–ჩაწერას აწარმოებდნენ. ერთ–ერთი ახალგაზრდამ ჟურნალისტს მიკროფონის მოშორება მოსთხოვა. შემდეგ კი მუშტი ოპერატორს მოუქნია, რის შედეგადაც ოპერატორმა სახისა და თავის მიდამოში დაზიანება მიიღო. როგორც მედია–საშუალებებით შემდეგ გახდა ცნობილი, უცნობი მამაკაცი, ზურაბ კვირ...
2012-08-19
2012 წლის 19 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქციის შემდეგ, "ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფის წევრ გია ბეჟანიშვილს გზაში შეხვდნენ მიკროავტობუსით კოალიცია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მაისურში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებმაც ის მიკროავტობუსში ჩასვეს ძალით, გაიყვანეს ქალაქგარეთ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულმა განცხადებით მიმართა რუსთავის საპატრულო პოლიციას....
2012-08-18
2012 წლი 18 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას აწყობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კალაძე. მან შეხვედრაზე გომის თემის მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად ავთანდილ თევზაძე წარუდგინა. ავთანდილ თევზაძის შეხვედრაზე გამოჩენამ იქ მყოფ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია, ისმოდა რეპლიკები, რასაც ახლგაზრდებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. მოგვიანებით, სიტუაციის გამძაფრებასთან ერთად უფრ...
2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოს საღამოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ტიგრან გრიგორიანი მეუღლესთან, ვარსიკა გრიგორიანთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალციხის ცენტრში მდებარე სკვერში სეირნობდა, რა დროსაც თანაუბნელმა აღასა ირიციანმა დაუძახა და ჰკითხა, რატომ არის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რატომ არ აცვია 5 ნომრიანი მაისური და სიტყვერი შეურცაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ირიციანმა მას გულმკერდის არეში მუშტი დაარტყა და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით....
2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია.
ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მი...
2012-07-04
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ ნუკრი ბაჯელიძეს. ნუკრი ბაჯელიძემ "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ სანამ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართებოდა, მას გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, უწმაწური სიტყვებით მიმართა და დაემუქრა.
4 ივლისს საღამოს სოფელ ბახვის ცენტრში გოჩა შარაშ...
2012-08-02
2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ.
სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-13
2012 წლის 26 ივნისს ქარელის რაიონის სოფელ დირბში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებთან შესახვედრად გამოსულ მოსახლეობას ქარელიდან, აგარიდან, რუისიდან, კეხიჯვრიდან და არადეთიდან ჩამოსული ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - აკაკი დოლიშვილი, გამგეობის თანამშრომელი - ლევან მჭედლიძე, სამხედრო გაწვევის თანამშრომელი - ალიკა ყველაშვილი, სოფელ დირბის გამგებელი -...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-13
2012 წლის 13 ივნისს სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტს, არტიომ ოვსეფიანს დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დედამისი მომხდარ ფაქტს შვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ერთი კვირის წინ, არტიომი სოფელ საბათლოში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გამოცემულ გაზეთებს ავრცელებდა, იგი სოფლის გამგებელმა, დავით გუნდაძემ გააფრთხილა - თავი დაენებებინა ოპოზიციისთვის, თორემ მას პრობლემები შეექმნებოდა....