2012-09-27
პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატები სოფელ დიმში მასიურად არის ჩამოხეული და მის მაგივრად გადაკრულია ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ მისი მაჟორიტარი კანდიდატის თემურ კოხოძის საარჩევნო პლაკატები.
იხილეთ ფოტოები:
[url]http://minus.com/lbjUW1TKAmGDeA[/url]
[url]http://minus.com/l2gFHYgHJJXnv[/url]...
2012-09-23
22 სექტემბერს, შუა დღეს ქართული ოცნების აქტივისტები შეამჩნიეს ახალი მემარჯვენეების სარეკლამო პლაკატების მასიურ ჩამოხევისას, კერძოდ სოფ. დიმის ცენტრში გაჩერებაზე და ბაღდათში აკ. წერეთლის 18 კორპუსზე. მომდევნო დღეს კი დაზიანებულ პლაკატებზე გადაკრულ იქნა ქართული ოცნების საარჩევნო პოსტერები.
იხილეთ ფოტო:
[url]http://minus.com/lLE47FWYJ1Axs[/url]...
2012-09-23
23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა
დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ისინი არაფხიზელ მდგომარ...
2012-09-15
ქ. დუშეთში, ბაჩანას (ყოფილი შუშიაშვილის) და ფასანაურის ქ–ზე რამოდენიმე მისამართზე დაფიქსირებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერებზე საარჩევნო რიგითი ნომრის „5“–ს გამოსახულებაზე გადაკრული მცირე ზომის პოსტერი, რომელზეც გამოსახულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიგითი ნომერი „41“. პოსტერზე მითითებულია დამკვეთი – საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.
იხილეთ ფოტოები:
[url]http://minus.com/lCls7foxztOkY[/url]
[url]http://minus.com/l1PaDZLUyuRhv[/url...
2012-08-17
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "info-9“ ის ჟურნალისტს გიორგი ნანუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღები კამერა დაუზიანეს....
2012-08-09
2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დ...
2012-08-09
2012 წლის 9 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროექტის - კარდაკარის მონიტორები ნათია ბექტურაშვილი და დარეჯან ინასარიძე ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სოფელ კლდეში ახორციელებდნენ.
მონიტორებს სოფელ კლდის მკვიდრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯაბა კურტანიძე თანმხლებ პირებთან ერთად გზაში დახვდა და უთხრა, რომ კლდე არის „ნაციონალების სოფელი“ და აქედან ვერც ერთი ამომრჩევლის ხმას ვერ მიიღებდნენ. რეგისტრატორებმა დააპირეს სიების გადამოწმ...
2012-08-07
2012 წლის 7 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკრულ სააგიტაციო მასალა დააზიანეს, კერძოდ მას წითელი საღებავით შემოხაზული ციფრი „5“ გადააწერეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ქმედება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა გია ხუციშვილმა განახორციელა....
2012-08-17
2012 წლის 17 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ნინო სამხარაძე, ნათია წითელაური, ნაზი წითელაური, ეკა ლობჟანიძე და რობიკო ჯავახიშვილი სოფელ წინანდლის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კანონით პლაკატების გაკვრა არ იკრძალება, საინფორმაციო ხასიათის პლაკატებს აკრავდნენ წარწერით, "ზარალი არ არის ანაზღაურებული". მათ სოფლის რწმუნებულმა არჩილ მეგუთნიშვილიმა მასალების გაკვრაში ხელი შეუშალა. მან აქტივისტებს ხმამაღალი ტონით მიუთითა, რომ ჩამოეხიათ გაკრული პლაკატებ...
2012-08-03
2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ანზორ ინაიშვილი, ზვიად ცივაძე და ვაჟა ცეცხლაძე დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გარე განათების ბოძებზე 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო სახის პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მივიდა და პლაკატების გაკვრა აუკრძალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, აჩიკო დუმბაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა მუნიციპალ...
2012-08-03
2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაზეთებსა და მოსაწვევებს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე არიგებდნენ. მათთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ირაკლი ნაჭყებია მივიდა, გაზეთები გამოართვა, დახია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სახეში შეაყარა.
რამდენიმე წუთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს აედევნა ავტომობილი სერიული ნომრით CJC 251. საჭესთან მჯდომმა პიროვნებამ ახალგაზრდებს უწმაწური სიტყვებით მიმართა.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადი...
2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჰასმიკ იეგიანი სამ თანამოაზრესთან ერთად ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს არიგებდა. ამ დროს მათთან აღასა ირიციანი თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად მივიდა, თავი პოლიციის წარმომადგენლად გააცნო და აქტივისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ირიციანმა დახია ბუკლეტების ნაწილი და გოგონებს მაისურების გახადა აიძულა.
...
2012-08-09
2012 წლის 9 აგვისტოს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ შეხვედრა გამართა ქ. დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასთან ერთად ბატონ ირაკლის ასევე დახვდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, რწმუნებულები, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი შტაბის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. შეხვედრაზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი იძუ...
2012-07-14
2012 წლის 14 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი.
ის პიროვნებები, რომლებიც ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავს და მიშკა მერებაშვილი- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურ...
2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია.
ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მი...
2012-07-12
2012 წლის 12 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - გუგული მაღრაძე, დიმა ჯაიანი და პავლე ნოზაძე ქარელის რაიონის სოფლების - ბრეთის, ძლევიჯვრის და სასირეთის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაყვებოდნენ და შეკრებილ მოსახლეობას პრობლემებზე საუბრისაგან თავის არიდებას აიძულებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა სასირეთის გამგებელი - მელორ ელიაშვილი და ბრეთის გამგებელი - რამაზ ახალკაცი....
2012-07-14
2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში.
საბოლოოდ ახლგაზრდებთ...
2012-08-02
2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ.
სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-27
მესტიაში კოალიცია ქართული ოცნების და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მმართველმა პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ: „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ და უსტვენდნენ.
[url]http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1812[/url]...
2012-07-22
გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან აგრესიულად მოითხოვს გაატარონ, რადგან არის მინისტრი, მთავრობის წევრი და უნდა გაუშვან, რათა შეხვდეს „ქართული ოცნების“ ლიდერს.
[youtube]35MJsZBUhCo[/youtube]...