2014-05-29
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, 29 მაისს, სოფ. რუხში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმ დროს, როდესაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წინასაარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ. სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩარევის შედეგად დაპირისპირება არ გამწვავებულა....
2014-04-07
2014 წლის 7 აპრილს, ახალციხეში, ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილის, კოტე გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და სხვა წარმომადგენლების შეხვედრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წინ გაიმართა. აქცია გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთი და მიმდინარეობდა ხმაურის ფონზე.
„სამართლიანი არჩევების“ კოორდინატორის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მოქალაქეები ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ აღნიშნული შეკრების მიმდინარეობას. საპარლამენტო უმცირესობის წე...
2014-04-10
10 აპრილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, თენგიზ გუნავა, გეგმავდა ანაკლიაში შეჩერებული მშენებლობების შესახებ ბრიფინგის მოწყობას.
ბრიფინგის ჩაშლა სცადეს ,,ქართული ოცნებისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა - ,,დაიცავი საქართველოს“ აქტივისტებმა. ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დახვდნენ ცოცხებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას.
თენგიზ გუნავას განცხადებით, ბრიფინგის ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი. ,,ქართული ოც...
2014-04-10
2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდნენ ქ. თელავში. აღნიშნულ შეხვედრაზე მოვიდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიელისა“ და კოალიცია ქართული ოცნების“ აქტივისტები . ისინი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ, რის შემდეგაც 2014 წლის 10 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებ...
2014-05-24
2014 წლის 24 მაისს რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მოხდა დაპირისპირება აღნიშნული პარტიისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის. დაპირისპირება აქტივისტებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა - მამუკა ჩიქოვანმა განუცხადა, რომ 24 მაისს გეგმავდა ოფისის წინ ბრიფინგის ჩატარებას რუსთავში შეჩერებული პროექტების შესახებ. ბრიფინგის დაწყების დროს კი პარტიის ოფისთან სამარშუტო ტაქსებით...
2014-05-31
31 მაისს, სოფ. ფონიჭალაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი - ხათუნა ბერძენიშვილი დაესწრო მომხრეებთან ერთად. შეხვედრაზე მისულმა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატის - ხათუნა ბერძენიშვილის განცხადებით, პოლიცია გამოძახებიდა...
2014-04-24
24 აპრილს პარტია ,,საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი, ლექსო კობაიძე და მისი პარტიის წარმომადგენლები ქ. რუსთავში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ეწვიენ. შეხვედრას აშუქებდა ქვემო ქართლის ტელევიზიაც.
პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა, მამუკა ჩიქოვანმა დააფიქსირა, თუ როგორ გამოჩდნენ შეხვედრის დაწყებისთანავე რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე მოსულმა გაურკვეველმა ორმა მოქალაქემ კი პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დ...
2014-06-09
2014 წლის 9 ივნისს ცაგერის კულტურის სახლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - გიგი უგულავა და გიგი ბოკერია ამომრჩეველს შეხვდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - ლაშა კვირიკაშვილი - კოალიცია “ქართული ოცნების“ კანდიდატი ცაგერის საკრებულოს პარტიულ სიაში, გოგიტა ახვლედიანი - კოალიციის წევრი და სოფ. აღვის დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ მურცხვალაძე - კოალიციის წევრი და ცაგერის შტაბის თანამშრომელი, რომლებმაც გიგი უგულავას და გიგა ბო...
2014-06-07
2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ. მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორ...
2014-05-31
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გუთურში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატის - ლია ჩიგოგიძის განცხადებით კოალიცია ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი - ლაშა თოლორდავა და კოალიციის აქტივისტები მასთან დაკავშირებულ პირებზე ზეწოლას ახორციელებენ.
როგორც ლია ჩიგოგიძემ „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ,,ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტივისტები უშუალოდ მივიდნენ მის შტაბში და სახლის მეპატრონეს, რომელიც სოციალურად დაუცველია, დაემუქრნენ სოციალური დახმ...
2014-04-12
2014 წლის წლის 12 აპრილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა ქ. ზუგდიდში. გიგი უგულავამ ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარუდგინა. “სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა რამდენიმე მოქალაქის გამოჩენას, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აქციას აპროტესტებდნენ. დაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომა...