1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 34
12

“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკირვებელის ირმა კიტრიაშვილის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ზემო ხანდაკში

თარიღი: 2012-09-26
ოლქი: კასპი , ზემო ხანდაკი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, სხვა სახის ზეწოლა

2012-09-26
26 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის მაჟორიტარი კანდიდატის წარმომადგენელმა გია იორდანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა და“სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკირვებელს ირმა კიტრიაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ირმა კიტრიაშვილი ცდილობდა გადაეღო თუ როგორ ურიგებდა გია იორდანაშვილი სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას ფქვილსა და შაქარს. გია იორდანაშვილმა ირმა კიტრია...

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის ფაქტები ამბროლაურსა და რუსთავში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: ამბროლაური , ამბროლაური/რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-09-21
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გასულ კვირას ამბროლაურის რაიონში დააფიქსირა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების დარბევის 3, ხოლო რუსთავში 1 შემთხვევა. კერძოდ,21 სექტემებრს დაბა ამბროლაურში, სოფელ ნიკორწმინდაში და ჭრებალოში ჩამსხვრეული იქნა ოფისის მინები, ხოლო ამბროლაურში დაზიანებულია ოფისის კარი. 22 სექტემბერს რუსთავში დარბეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ეკა კვაჭაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ლანჩხუთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-08
2012 წლის 8 აგვისტოს ლანჩხუთში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილმა ეკა კვაჭაძემ, რომელსაც წინააღმდეგობა აქციის ორგანიზატორმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა მგელაძემ გაუწია. მან ეკა კვაჭაძეს უთხრა - „შენ ჩვენიანი არ ხარ, აქ დგომის უფლებაც არ გაქვს, „ქართულ ოცნებაში წადიო“. ეკა კვაჭაძის დედა სკო...

სამარშრუტო ტაქსის მძღოლის, როინ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ქობულეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-12
2012 წლის 12 აგვისტოდან ქობულეთი-ზენითის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, როინ ქათამაძეს სამარშრუტო ხაზზე მუშაობა აუკრძალეს. საქმიანობის აკრძალვას იგი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრაზე კოალიციის მხარდამჭერები გადაჰყავდა. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას შპს "ქობულეთის ტრანსრეგულირების" ხელმძღვანელმა ლევან გუგუნავამ და მისმა მოადგილემ რობერტი კაკალაძემ განაცხადეს, რომ როინ ქათამაძე 2 წელია ...

„ქართული ოცნების“ აქტივისტ ზურა ბურდულის მიმართ განხორციელებული ზეწოლა დუშეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , დეშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-20
2012 წლის 20 აგვისტოს დუშეთის მკვიდრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ზურა ბურდული, რომელიც სამხედრო სამსახურისათვის რამდენჯერმე იქნა დაწუნებული, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. როგორც იგი „სამართლიანი არჩევნების“ გრძლევადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, სამედიცინო შემოწმების დროს სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ბესო უნდილაშვილი ექიმებს სთხოვდა, რომ სამედიცინო დასკვნაში აღენიშნათ, რომ ბურდული სამხედრო სამსახურისათვის ვარგისია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვად...

პოლიტიკური ანგარიშსწორება კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ნუგზარ გიორგაძის მიმართ ცხემლისხიდში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ოზურგეთი , ცხემლისხიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-09
საინფორმაციო საშუალება „გურია ნიუსით“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ ნუგზარ გიორგაძეს, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, 2012 წლის 9 აგვისტოს თავის კუთვნილ მიწაზე გაშენებული ძვირფასი ჯიშის ხის პავლონიის ნერგები გაჩეხილი დახვდა. ამ ფაქტს ბატონი ნუგზარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. მართალია ვერ აკონკრეტებს ვის მიერ მოხდა ნერგების გაჩეხვა, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ ...

პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების მიერ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლა ოზურგეთში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: ოზურგეთი , ბახვი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-24
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტებმა, გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ 24 ივლისს პრეზიდენტის ვიზიტისას მათთან მივიდა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მოთხოვა დაეტოვებინათ ტერიტორია. ამასთანავე, მათ გამოართვეს ფოტოაპარატი და წაუშალეს გადაღებული ფოტოები. 2012 წლის 29 ივლისს პრეზიდენტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ჟანა მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე დაცვის წევრებმა ამჯერ...

დაპირისპირება „ინფო 9“-ის ჟურნალისტებსა და უცნობ გადამღებ ჯგუფს შორის

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-11
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე გამოჩნდა გადამღები ჯგუფი, რომლებიც არ ასახელებენ რომელი მედიაკომპანიის წარმომადგენლები არიან, არა აქვთ ლოგო და სამკერდე მოწმობა. „ჟურნალისტი“ ნინო ზაქარაშვილია, ხოლო ოპერატორი გიორგი ჩუგუაშვილი. „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ლიდერების თქმით, აღნიშნული ჯგუფი მათ შეხვედრებზე დადის და აფიქსირებს აქციის მონაწილეებს. გადამღები ჯგუფი თავდაპირველად 2012 წლის 11 ივლისს სოფელ ახალქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დააფიქსირეს, ს...

„ინფო 9-ის“ ჟურნალისტ შორენა ხაბალაშვილზე განხორციელებული ზეწოლა კასპში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-20
2012 წლის 20 ივნისს კასპის საკრებულოს სხდომაზე კასპის რაიონის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში იხილებოდა. აღნიშნულ სხდომაზე „ინფო 9-ის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. მიზეზად დაცვის პოლიციამ ჟურნალისტების სხდომაზე დაგვიანებით მისვლა დაასახელა, ასევე მათ განუცხადეს, რომ სხდომა დახურული იყო. მოგვიანებით ჟურნალისტმა შორენა ხაბალაშვილმა კამერის გარეშე საკრებულოს თავჯდომარესთან შესვლა და გასაუბრება სცადა, მაგრამ დაცვის პოლიციამ იგი უკვე კაბინეტის კართან მისული ძალის გამოყენებით გამოა...

მე-9 არხის ბათუმის კორესპონდენტ ნათია როყვას საქმიანობისთვის ხელის შეშლა რეალ-ტვ-ს ჟურნალისტის მიერ

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-08
2012 წლის 8 ივლისს „ტვ-9“-ის არხის ბათუმის კორესპონდენტს, ნათია როყვას სიუჟეტის გადაღების დროს „რეალ-ტვ“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი აედევნა. უსვამდენ პროვოკაციულ კითხვებს და სიუჟეტის მომზადების საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბარში ნათია როყვამ აღნიშნა, რეალტივის ჟურნალისტისგან იყო პოლიტიკური ხასიათის კითხვებიც, კერძოდ, „გამოაგზავნა თუ არა გადაღებაზე ბიძინა ივანიშვილმა?“, „მოუმზადა თუ არა მან კითხვები?“ და „უხდის თუ არა ფულს...

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ როსტომ ბერიძეზე განხორციელებული ზეწოლა ქედაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-21
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, როსტომ ბერიძე 3 თვეა ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ფართის დაკანონებას ქედაში, რადგან აბუსერიძის ქუჩა #3, ახალი დამისამართებით 6 ნომერი გახდა. როსტომ ბერიძეს ეს ფართი უნდა მიექირავებინა ტელეკომპანია „ტვ-9“-ის აჭარის წარმომადგენლობისათვის, მაგრამ ნოტარიუსმა ქირავნობის ხელშეკრულების დამოწმებაზე უთხრა უარი, რადგან ეს მისამართი აღარ არსებობდა და ურჩია მიემართა საჯარო რეესტრისათვის ხარვეზის გასასწორებლად. ს...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელ ზურაბ კუჭაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ლანჩხუთში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-17
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურაბ კუჭაშვილის თქმით, იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიტინგზე სურათებს იღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჰკითხა რატომ იღებდა ფოტოებს და ფოტოაპარატის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით კუჭაშვილის დედასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც გააფრთხილა, რომ თუ მისი შვილი ამ საქმეს თავს თუ არ დაანებებდა, „პრობლემები შეექმნებოდა“....

კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტ ივერი ნერგაძეზე განხორციელებული ზეწოლა ბაღდათში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-09
2012 წლის 9 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი, ივერი ნერგაძე და მისი მამა, მერაბ ნერგაძე დეპუტატ თემურ კოხოძის ბიუროში დაიბარეს. როგორც ივერი ნერგაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, დეპუტატმა მას ურჩია თავი დაენებებინა "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმა და რძალი, რომლებიც მუშაობდნენ შპს "თეგეტა მოტორსში" გათავისუფლებული იქნებოდნენ სამსახურიდან. 24 ივლისს ივერი ნერგაძემ „სამა...

დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხი

თარიღი: 2012-08-16
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-25
2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გაურკვეველი ვადით, კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო. საიამ მედიის საშუალებებით გაკეთებული საჯარო განცხადებებით არაერთხელ მიმართა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მო...

ივანიშვილისა და კალაძის უკანონო დაჯარიმების ფაქტი

თარიღი: 2012-08-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-16
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს უკანონო გადაწყვეტილებები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებისა და კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის დადასტურებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯა...

ძალადობა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებზე

თარიღი: 2012-07-24
ოლქი: ზუგდიდი , ცაიში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-02
2012 წლის 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მოქალაქე როზა წყაბელიას სურდა პრეზიდენტისთვის საკუთარი პრობლემების შესახებ მოეთხრო, რისი საშუალებაც მას არ მიეცა და პოლიციის თანამშრომლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და უბნის რწმუნებულის მხრიდან მასზე განხორციელდა ძალადობის ფაქტი. საიამ აღნიშნული ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანიებს მიმართა. [youtube]YH...

ზეწოლა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელ ნანა სანიკიძეზე ლანჩხუთში

თარიღი: 2012-07-23
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-23
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი, ნანა სანიკიძე, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულია ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ვალოდია სულაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. 23 ივლისს, მისი სამსახურიდან გათავსუფლების საკითხი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის იურისტმა, ზაირა გურგენიძემ იმ უკანონო საბაბით მოითხოვა,რომ, თითქოსდა, საჯარო მოსამსახურისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა შეუთავსებელი საქმიანობაა....

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ თვალთვალი ჩხოროწყუში

თარიღი: 2012-07-23
ოლქი: ჩხოროწყუ , ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-23
22 ივლისს ჩხოროწყუში, იმ სახლს სადაც ცხოვრობს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან იზორია, ორი მსუბუქი ავტომანქანა, სანომრე ნიშნებით BKB 170 და ZSH 999 უთვალთვალებდა. სახლის მეპატრონემ, ვალოდი ბაძაღუამ, გადაწყვიტა მანქანაში მსხდომთა ვინაობის გარკვევა და სანომრე ნიშნების ამოცნობა, რასაც მანქანაში მყოფთა გაღიზიანება მოჰყვა. მანქანა მთელი სისწრაფით, დაიძრა მისი მიმართულებით, დაეჯახა მეზობლის ღობეს და დააზიანა. როგორც თავად ველოდი ბაძაღუა ამბობს, მანქანაში მსხდო...

ბრძანება სამინისტროებში მომუშავე პირებისთვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა სიების შეგროვების თაობაზე


2012-07-21
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლება სამინისტროებში მომუშავე პირებს დაავალეს, მიიტანონ 10 ადამიანის მონაცემი, (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი), რომლებიც არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ ხმას. იმის გასაკონტროლებლად, ნამდვილად მისცეს თუ არა ხმა, სავარაუდოდ, ამ პირებს მიუთითებენ ე.წ. შიფრს მაგ. შემოხაზვა ოთხკუთხედად, მრგვალად და 3 წერტილით, ან სხვა. აღნიშნული პროცესი დაიწყო დაახლოებით ორი კვირის წინ და მონაცემების შეგროვება ყველა თანამშრომელს დაევალა....

ნელი გაბელაიასთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა სოფელ ქვედა სიმონეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: თერჯოლა , ქვედა სიმონეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13
კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის სოფიო ბუსკივაძის თქმით სოფ. ქვედა სიმონეთში მცხოვრებ ნელი გაბელაიას სოციალური დახმარება იმის გამო შეუწყდა, რომ მან ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. ნელი გაბელაიამ, როდესაც მარტში კუთვნილი დახმარების ასაღებად მივიდა, აღმოაჩინა, რომ თებერვლის შემდეგ მასზე სოციალური დახმარება აღარ გაიცემოდა....