2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მცხეთაში მოსახლეობას წყლის დავალიანებას უნულებენ. მოქალაქეს რომელმაც აღნიშნული ფაქტი დამკვირვებელს მიაწოდა ვინაობის გამხელა არ სურს....
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით ერთ-ერთმა ოჯახმა მიიღო შეთავაზება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემულ თითო ხმაში ოჯახი მიიღებდა 50 ლარს. სხვა ოჯახმა მუნიციპალიტეტისგან დახმარების სახით მიიღო ჩვილის პამპერსები....
2018-11-19
გურჯაანში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს სთავაზობენ 50 ლარს არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღისთვის მათი პირადობის მოწმობების სანაცვლოდ....
2018-11-19
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან პირად საუბარში კონკრეტული პირები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები პირდებიან 30 ლარს იმის სანაცვლოდ, რომ არჩევნებზე მივიდნენ. სავარაუდოდ, ასეთი მუშაობა მიმდინარეობს მათთან ვინც არჩევნებზე ზოგადად არ დადის....
2018-11-19
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ პირადობის მოწმობები ან აქვთ ვადაგასული პირადობის მოწმობები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, აქტივისტები და აგიტატორები სთავაზობენ თანხის გადახდას პირადობის მოწმობების ასაღებად. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და ერთ-ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ მას შესთავაზეს პირადობის მოწმობის ასაღებად თანხის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ ის მხარს დაუჭერს სალომე ზურაბი...
2018-11-19
მარნეულის სოფლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიას ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით მართავენ. მსგავსი შეხვედრის ფოტოებს პარლამენტის წევრი რუსლან გაჯიევი თავის ფეისბუქ პროფილზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასახულია გაშლილი სუფრა, ჩაი, ტკბილეული და ა.შ....
2018-11-19
ადგილობრივი მცხოვრები მიხეილ უჩანეიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის დეპუტატმა აბაშის საკრებულოში ავთო გუნიამ მას 50 ლარი შესთავაზა თუ ის და მისი ოჯახის წევრები არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდნენ. ავთო გუნია დამკვირვებელთან სატელეფონო საუბრისას ფულის დაპირებას ხმის მიცემის სანაცვლოდ უარყოფს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ენმ-ის წევრმა, ანზორ ბარბაქაძემ ორგანიზაციის დამკვირვებელს განუცხადა, რომ მოსახლეობას ურიგებენ და ო...
2018-11-19
19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა8, რომ ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. პრემიერის თქმით „საუბარია 600,000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდ ნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს“. მისივე განცხადებით, ეს პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და დასრულდება 31 დე...
2018-11-18
18 ნოემბერს, 13 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალთაყვის უბნის ტერიტორიულ სამსახურში სოციალურად დაუცველთათვის ხდებოდა მეორადი ტანსაცმლის გაცემა. როგორც აღნიშნავდნენ „ქართულ ოცნებას“ მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა მეორადი ტანსაცმლის ფუთები. ამის თაობაზე გაიგეს ახლოს მცხოვრებმა შეჭირვებულმა პირებმა, რომელბიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ აღნისნული დახმარება მათთვისაც გაეწიათ. როგორც ინფორმაცია გავრცელდა, მუნიციპალიტეტის მალთაყვის ტერიტორი...
2018-11-16
16 ნოემბერს, გარდაბანში ვინმე ნათიკ სადიკოვი და მისი ბიძაშვილი, ხალხს ურიგებდნენ კარტოფილსა და ხახვს. იქ მისულ მოსახლეობას „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ჰკითხა, თუ ვინ არიგებდა ამ პროდუქტებს. ზოგმა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ზოგმა „ნაციონალური მოძრაობა“. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გაბილ გასანოვის თქმით, პროდუქტის დარიგება მაჟორიტარი დეპუტატის სავალან მირზოევის დავალებით და დაფინანსებით ხდება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად.
17 ნოემბერს პროდუქტის დარიგება კვლ...
2018-11-13
13 ნოემბერს, 22:26-ზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაალ კვინჩიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცია „დასაქმების რეალური შანსი“ სადაც ის 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ეძებენ სამსახურს, მოუწოდებს დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის. ამ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ დასაქმება მოხდება ფოთში არსებულ დაწესებულებებში...
2018-11-10
10 ნოემბერს ფოთის პოლიკლინიკაში სამედიცინო კომპანია „ევექსის“ ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში ქირურგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ალერგოლოგი, დერმატოლოგი, ნეფროლოგი და გასტროენტეროლოგი შედიოდა. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლ...
2018-11-09
9 და 10 ნოემბერს, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ოფთალმოლოგიურ კლინიკაში, უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მიმდინარეობდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს სკრინინგი კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა....