2013-08-23
2013 წლის 1 ივლისს გორის ”რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვალიურმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გორში მცხოვრებ გიორგი პაპიაშვილზე სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა,რათა მან ვალიაურს იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდოს.მისი თქმით გორის შ.ს. რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ჯერ კიდევ 2013 წლის 1 ოქომბრის არჩევნებამდე სთხოვდნენ პოლიციასთან ”თანამშრომლობას” და სისტემატურად აიძულებდნენ პოლიციისათვის პოლიტიკური პარტი...
2013-06-19
19 ივნისს პარლამენტის ვიცე სპიკერის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის ბიუროს კარის დალუქვა სცადეს. კარის აჭედვას არასამთავრობო ორგანიზიაცია „ანტი-კორუფციული საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე შეეცადა. ამ ფაქტით, მან მაჟორიტარ დეპუტატს ბიუროს მუშაობისთვის გამოყოფილი ხარჯების შემოწმება მოითხოვა...
2013-06-15
მუნიციპალიტეტში 15 ივნისისათვის გამგეობის აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებისათვის ატესტაცია დაიგეგმა. ხულოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა დაგეგმილ ატესტაციასთან დაკავშირებით 30 მაისს აქცია გამართეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს შტაბის ხელმძღვანელის რაულ თავართქილაძის განცხადებით, ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა და რამდენადაც ამას ვერ მიაღწია, დაიგეგმა ატესტაციები,რომლის შედეგების მიუხედავად რწმუნებულის თქმით მა...
2013-06-11
11 ივნისს ჭარნალის, ზედა და ქვედა ახალშენის, ორთაბათუმის საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის გამგეობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ბაღის თანამშრომლები მონიტორინგის კომისიის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი ბაღებში სამი თვის წინ კონკურსის წესით დაინიშნენ, კომისიის წევრები კი გათავისუფლებით ემუქრებიან. საკონკურსო კომისიის წევრების განცხადებით, ატესტაცია სტანდარტების დაცვით ჩატარდა. საკონკურსო კომისიის წევრის შორენა დოლიძის განცხადებით, დამატები...
2013-05-17
17 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტის გემგეობასთან დილიდან 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი გამგეობის შენობაში შესვლას და გამგებელთან, ლევან ცაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. გამგეობასთან აქცია გამგებლობის ერთ-ერთი პრედენდენტის პაატა მაისურაძის მხარდამჭერებმა გამართეს. მათ უნდობლობა გამოუცხადეს წინა დღეს დანიშნულ გამგებელს. და ცაბაძე დიპლომის გაყალბებაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მაისურაძის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ გამგებელი საკრებულომ ზეწოლის შედეგად აირჩია...
2013-05-09
2013 წლის 26 თებერვალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 11:20 წთ-ზე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, ინციდენტი მოხდა საკრებულოს წევრ ვეფხია გრიგალაშვილსა და ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს შორის.
ინციდენტის ადგილზე მოხდა სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის გამოძახება. აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. პოლიციაში დაბარება და დაკითხვა. ინციდინტის შემსწრე ყველა დეპუტატი დაიკითხა მოწმის სტატუსით, ასე...
2012-12-14
დმანისის მუნიციპალიტეტში მასიურად მოხდა საჯარო მოხელეთა დათხოვნა პირადი განცხადების საფუძველზე. საიას წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა სხვადასხვა ფორმით.
2012 წლის 14 დეკემბრის დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გადადგა დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურ მგელაძე. ბაკურ მგელაძემ საიას თანმშრომელთან საუბარში დაადასტურა, რომ მას ზეწოლით დააწერინეს განცხადება, რაც ...
2013-02-12
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის თანახმად: „იყო ცალკეული პიროვნებების მხრიდან საკრებულოს თავჯდომარეზე და საკრებულოს წევრებზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების და გამგებლის გათავისუფლების მოწოდება.“ ასევე, მუქარით აიძულებდნენ საკრებულოს თავჯდომარეს თანამდებობის დატოვებას. აღნიშნულ ფაქტზე შ.ს.ს ქედის რაიონულ სამმართველოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა....
2013-04-27
2012 წლის 18 თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა კასპის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ზერეკიძემ. მისი განმარტებით იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა, მის ოჯახზე ხორციელდებული ზეწოლის გამო.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისულებულ იქნა სულ 66 თანამშრომელი (“საჯარო სამსახურის შესახებ” 95 მუხლისა და მათი პირადი განცხადებების საფუძველზე);
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 მოხელე აყვანილ იქნა შტატგარეშე თ...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2013-02-28
2013 წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებიდან გათავისუფლდა 46 საჯარო მოხელე მათგან: 21 პირადი განცხადების საფუძველზე (მათ შორის გამგებელიც); 21 შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და 3 შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძველზე. ერთი პირი გარდაიცვალა.
ოზურგეთი გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაინიშნ...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2013-04-04
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ 12 დეპუტატი იქნა დაბარებული დაკითხვაზე პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში. დაკითხვის შემდეგ რამდენიმე შემთხვევაში დეპუტატებმა დატოვეს უმრავლესობის ფრაქცია. აღნიშნული ფაქტი კი აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ნებაყოფლობით მიმდინარეობს პროცესები თბილისის საკრებულოში.
29 მარტს, თვის ბოლოს პარასკევს, როდესაც ტრადიციულად იმართება საკრებულოს სხდომები, უმრაველობის 7 დეპუტატი იქნა დაბარებული დაკითხვაზე ფი...
2013-01-17
მარნეულის მუნიციპალიტეტებში მასიურად მოხდა საჯარო მოხელეთა დათხოვნა პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა საიას წარმომადგენელთან გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა სხვადასხვა ფორმით....
2013-01-24
2012 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოდან 27 თანამშრომელი კადრების მთავარი სამმართველოს განყოფილების განკარგულებაში გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განცხადება ზეწოლის გამო დაწერეს. მათი თქმით სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა მათ განცხადების დაწერა რამდენჯერმე მოსთხოვა და განაცხადა, რომ იმ პირებმ...
2012-11-15
2012 წლის ნოემბერში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქრო იაგანაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადების დაწერას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აიძულებდნენ. თუ არ გადადგებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში ზაქარია იაგანაშვილს დაემუქრნენ,რომ მის მეგობრებს დააპატიმრებდნენ....
2012-12-14
14 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა 20 დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბაკურ მგელაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენეს და საკრებულოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრის შედეგად, 20 ხმით „უპარტიო“ ფრაქციიდან წარდგენლი კანდიდატი ნოდარ ადუაშვილი აირჩიეს....
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-10-14
2012 წლის 14 ოქტომბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს ქალაქ თბილისის მერიის იურიდული საქალაქო სამსახურის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე. მისი განცხადებით, გათავისუფლება უკავშირდება სოციალურ ქსელში პირად მიმოწერას ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან13. როგორც ნინო ვაშაკიძე აცხადებს, მან პირად მიმოწერაში დააფიქსირა საკუთარი მოსაზრე...