1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

გამგებლის/მერის ცვლილება
საკრებულოს თავმჯდომარეების ცვლილება
საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გათავისუფლება
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმება
ზეწოლა მოხელეებზე
აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით
სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მი...
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 74
1234

ადიგენის გამგეობის შენობაში შეჭრა

თარიღი: 2013-07-16
ოლქი: ადიგენი , ადიგენი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2012-12-24
ბოლო პერიოდის განმავლობაში დაპირისპირება იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის, ვინაიდან მათ გამგებლის პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურა ჰყავდათ. 24 დეკემბერს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილი გამგეობაში შეიჭრა და გამგებლის გადადგომა მოითხოვა. მათ პოსტზე საკუთარი კანდიდატის, ლევან ლობჟანიძის დანიშვნა სურდათ და გააპროტესტეს კოალიციის მეორე ნაწილის მიერ დასახელებული ინა კაპანაძის კანდიდატურა. ადიგენის გამგებელმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს, რად...

საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით ასპინძაში

თარიღი: 2013-07-16
ოლქი: ასპინძა , ასპინძა
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-01-16
16 იანვარს გამგებლის გადადგომის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და მოსახლეობამ აქცია გამართეს. მათ ამ პოსტზე კოალიციის წევრის, გიორგი ზედგენიძის დანიშვნა სურთ.ზედგინიძის განცხადებით იგი „ქართული ოცნების“ შეთავაზებას დასთანხმდა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო. ასპინძის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი, ბესიკ ბექაური განცხადების დაწერას არ აპირებს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საკრებულო კი ამ ეტაპზე გამგებლის შეცვლის საკითხს არ განიხილავს. „...

საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა საკრებულოს სხდომაზე

თარიღი: 2013-07-16
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2013-01-23
23 იანვარს საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოსახლეობა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ესწრებოდნენ, ხმაურით წარიმართა. მოსახლეობის ნაწილი მოითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით მესროფაშვილის გადადგომას. ასევე, სურდათ საკრებულოზე რამდენიმე პრობლემის განხილვა. „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის განცხადებით, მოსახლეობას საკუთარი აზრი არ ჰქონდა გამოხატული, როდესაც სხდომა დასრულებულად გამოცხადდა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება. მათი ნაწ...

აქცია პოლიციის უფროსის დაკავების მოთხოვნით


2013-07-04
5 ივლისს აქცია კვლავ გაიმართა ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები ესროლეს, აჭედეს სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხებით. აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისგან იმ გადაწყვეტილების დასაბუთებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოსგან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.დემონსტრანტების ...

აქცია სამტრედიის საკრებულოსთან

თარიღი: 2013-06-21
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2013-07-17
21 ივნისს დაინიშნა საკრებულოს სხდომა, სადაც უნდა აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე. დილიდან, კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბა ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიცია. მიუხედავად ამისა, სხდომის დაწყებამდე აქტივისტები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ შენობაში, დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. იმდო გოგავამ მიმართა კოლეგებს უარი ეთქვათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაო...

საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში


2013-06-14
14 ივნისს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ორი კანდიდატი იქნა დასახელებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ავთანდილ სურგულაძე, კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“ კი დიმიტრი კვერღელიძე. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ავთანდილ სურგულაძე. მან დამარცხებულ კანდიდატთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, თუმცა კვერღელიძემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.არჩევნებ...

აქცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით

თარიღი: 2013-05-24
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-05-24
24 მაისს გამგეობის შენობის წინ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი „ნაციონალური მოძრაობასთან“ არის შეკრული. აქციას დაახლოებით 50-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ ასევე მოითხოვეს თანამდებობა დაეტოვებინა გამგებლის მოადგილეს თამარ გოგოლაძეს, ვინაიდან მათი თქმით, იგი არ იყო წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული. ამრიგად, მას მორალური უფლება არა აქვს აღნიშნულ თანამდებობას იკავებდეს. ...

საპროტესტო აქციები თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-01-30
2013 წლის 30 იანვარს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის შენობის წინ, საკრებულოს სხდომის პარალელურად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს. საკრებულოს სხდომაზე მისულმა მოქალაქეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს გადადგომისკენ მოუწოდეს და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუესა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ აქციები იმა...

საპროტესტო აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: თერჯოლა , თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-02-18
2013 წლის 18 თებერვალს თერჯოლის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა, რის შესახებაც კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა განცხადება ადგილობრივ თვითმმართველობას....

საპროტესტო აქციები კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2013-01-15
15 იანვარს გამგებლის გადადგომის მოთხოვნით, რამდენიმე ქალბატონმა გამგეობის შენობაში უვადო შიმშილობა დაიწყო. ყოფილი თანაგუნდელები გამგებელ ოლეგ იაძეს საკადრო პოლიტიკის გამო დაუპირისპირდნენ. 16 იანვარს სამართალდამცველებმა მოშიმშილეებს კასპის გამგეობის შენობა დაატოვებინეს. 18 იანვარს კასპის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ონოფრიშვილის ბიუროში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ოლეგ იაძის განცხადებით ამ ყველაფრის უკან იდგა ირაკლი ალასანიას ნათესავი გიორგი ბესტავაშვილი, რომელიც ნა...


იხილეთ ყველა (2) კომენტარი

საპროტესტო აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: მარტვილი , მარტვილი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2012-12-31
2012 წლის 23 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე და 2012 წლის 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა იყო პიკეტირებული. ამ პერიოდში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო არ ფუნქციონირებდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, აღნიშნული აქციის შესახებ თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა....

საპროტესტო აქციები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: თეთრიწყარო , თეთრიწყარო
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2013-01-17
2013 წლის იანვარში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა დღის 3 საათამდე პიკეტირებული ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას. ისინი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” კანდიდატით შეცვლას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე და დანიშნული გამგებელი წლების განმავლობაში ხალხისთვის არაფერს აკეთებდნენ, უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობი...

საპროტესტო აქციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2012-12-07
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 7 დეკემბერს დანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების ერთი ნაწილის ჩარევით. კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების ერთმა ნაწილმა მიხეილ ფურცელაძის ხელმძღვანელობით,რომელიც თავის კანდიდატურას გამგებლად აყენებდა, ავთანდილ ზარდიაშვილი და ჯონი ოსიაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში დაადანაშაულა და გამგეობასთან პერმანენტული აქციებიც გამართა....

საპროტესტო აქციები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, ძალადობრივი

2013-02-28
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციები გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას მოჰყვა. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა გამგებლის შესარჩევი კონკურსის შეწყვეტა იყო. გამგებლის პოსტზე თავიანთი კანდიდატურები ჰყავდათ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ პარტიებს და უთანხმოება ერთმანეთთან წარმოეშვათ. 2 დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა. საჯარო მოხელეებს ...

საპროტესტო აქცია თვითმმართველ ქალაქ ბათუმში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2012-12-09
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში, საკრებულოს სხდომათა დარბაზის წინ, დერეფანში, 2012 წლის 4 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე შიმშილობის აქცია იმართებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბათუმის მერის გადაყენების მოთხოვნით. შიმშილობის აქციაში ექვსი ახალგაზრდა მონაწილეობდა....

საპროტესტო აქცია ქედის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2012-12-25
2012 წლის 25 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა კოალიციის “ქართული ოცნება” წევრების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო წინასწარ სიტყვიერად იყო გაფრთხილებული“. აქცია მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით გაიმართა....

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-05-09
ოლქი: ხელვაჩაური , ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-05-09
ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი (მერაბ ღოღობერიძე) საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით სამი დღე შიმშილობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში....

აქცია საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის წინააღმდეგ

თარიღი: 2013-04-26
ოლქი: ნინოწმინდა , ნინოწმინდა
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-04-26
26 აპრილს საკრებულოს შენობასთან გაიმართა 100 კაციანი აქცია. მათ გააპროტესტეს წინა დღეს საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის და მომხდარი ინციდენტის ფაქტი. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მომხდარის შესახებ უამბო, თუმცა შეკრებილები მალევე დაიშალნენ...

აქცია სოფლის რწმუნებულის გადაყენების მოთხოვნით

თარიღი: 2013-04-25
ოლქი: გარდაბანი , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-04-25
25 აპრილს სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სოფელ გამარჯვების რწმუნებულ რეზო ზედგენიძეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებდნენ, გამარჯვებაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, კერძოდ, არ აქვთ სარწყავი წყალი, ბუნებრივი აირი, ბოლო პერიოდში კი სისტემატურად ელექტროენერგის გარეშე არიან. აქციის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებ...

საპროტესტო აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით მარნეულში

თარიღი: 2013-04-01
ოლქი: მარნეული , მარნეული
ინციდენტის კატეგორია: აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით, მშვიდობიანი

2013-04-01
მეორე საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან გაიმართა. "ქართული ოცნების" წევრები და აქტივისტები გამგებლისა და მისი მოადგილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და დასახელებული ბრალდებები უარყვეს, გარდაბნის გამგებლის მოადგილის თამაზ ენუქიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების ბრალდებები აბსურდულია, ვინაიდან ახალი გამგებელი და მისი გუნდი მარნეულში ახალი მთავრობის კურსს ატარებს და აქტიურად მიმდინარეობს ყველა იმ პროექტის განხორციელება, რასაც ცენტრალური ხელისუფლება ახორცი...