1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023
  30. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  31. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
    2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

გამგებლის/მერის ცვლილება
საკრებულოს თავმჯდომარეების ცვლილება
საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გათავისუფლება
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმება
ზეწოლა მოხელეებზე
აქციები თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით
სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მი...
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 50
123

აქცია პოლიციის უფროსის დაკავების მოთხოვნით


2013-07-04
5 ივლისს აქცია კვლავ გაიმართა ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამუკა ხვედელიანის გათავისუფლება გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები ესროლეს, აჭედეს სასამართლოს შესასვლელი კარი ცოცხებით. აქციის მონაწილეები მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილისგან იმ გადაწყვეტილების დასაბუთებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოსგან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.დემონსტრანტების ...

თბილისის საკრებულოს წევრების დაკითხვა

თარიღი: 2013-06-29
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-29
29 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 2 დეპუტატი ვახტანგ ცაგარეიშვილი და ხვიჩა სანაია იქნა დაბარებული. ვახტანგ ცაგარეიშვილი ერთ-ერთ მათგანია, რომელიც თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე დღის წინ ფინანსურ პოლიციაში მიიყვანეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს....

თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების თანამშრომლების დაკითხვა

თარიღი: 2013-06-27
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-27
იმავე დღეს გვიან ღამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავა. 1 ივლისს თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავდაპირ...

ხელვაჩაურის ყოფილი გამგებლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება

თარიღი: 2013-06-27
ოლქი: ხელვაჩაური , ხელვაჩაური
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-27
ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი გურამ საფარიძე 27 ივნისს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იგი საფინანსო კომისიამ სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 25 ივნისს დააკავა. გურამ საფარიძის მონათხრობით ხელვაჩაურის გამგეობის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და შპს „კოლონადას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო გარანტიის ავანსის სახით, კომპანიას 51 393, 90 ლარი გადაერიცხა, თუმცა კომპანიამ სამუშაოები ბოლომდე ვერ შეასრულა, რის შემდეგაც „დაგვიანდა თანხის...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის 2011-2012 წლის საქმიანობას სწავლობს

თარიღი: 2013-06-21
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-21
21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმის მერიის 2011-2012 წლის საქმიანობას სწავლობს. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორი მიმართულებით აწარმოებს დოკუმენტაციის შესწავლას: "სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღრიცხავს ქალაქ ბათუმის 2011-2012 წლის ბიუჯეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს ასევე, განათლების, კულტურისა და სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებს. ამ ეტაპზე მიმდინარ...

მცხეთის ყოფილი გამგებელისა და საკრებულოს ყოფილი თანამშრომლების დაკავება

თარიღი: 2013-06-20
ოლქი: მცხეთა , მცხეთა
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-20
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უძრავი ქონების გაფლანგვის ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ მელაძე, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ ვოლკოვი და მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვახტანგ ყიფშიძის დახმარებით, ორგანიზებულ - დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მცხეთა - მთ...

იმერეთის ყოფილი გუბრენატორის - ლაშა მაქაცარიას დაკითხვაზე დაბარება

თარიღი: 2013-06-20
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-20
20 ივნისს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაკითხვაზე იქნა დაბარებული დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაიბარეს. მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 2010 წელს, იმერეთის რეგიონში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ბაღის დირექტორებს. საქმის მიხედვით, 2010 წლის ნოემბერში რამდენიმე ათეული ბაგა–ბაღის ხელმძღვანელი და ბუღალტერი სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ამ ადამიანებმა პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ საქმეზ...

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება

თარიღი: 2013-06-18
ოლქი: დმანისი , დმანისი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-18
18 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და საკრებულოს წევრი ზურაბ აკოფაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 5 000 ლარის ქრთამის სანაცვლოდ, დაკავებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი 200 ჰა მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადასცეს მოქალაქეს, რომელსაც პირველ ეტაპზე 500 ლარი გამოართვეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების...

იმერეთის გუბერნატორის მოწმის სტატუსით დაიკითხვა

თარიღი: 2013-06-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-13
13 ივნისს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. საოლქო პროკურატურას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კითხვები აქვს ბალავაძესთან. არაოფიციალური ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორს 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ხაშურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხეს....

გამგეობის თანამშრომლების დაკავება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-06-12
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-12
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მისი მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, ზაზა მაისურაძე და გიორგი ადუაშვილი დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, დაკავებულებს ბრალ...

საგარეჯოს გამგებლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა


2013-06-12
მუნიციპალიტატის გამგებელს გიორგი ლოლაძეს და მის მოადგილეს ბესიკ მარტიაშვილს სასამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. 2013 წლის 12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე და სხვა თანამშრომლებთან ერთად დააკავა. მათ ბრალად ედებათ დიდი რაოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამ დრომდე საგარეჯოში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს ცის...

კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის რწმუნებულების დაკავება

თარიღი: 2013-06-11
ოლქი: გურჯაანი , კაჭრეთი; ზემო კაჭრეთი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-11
2013 წლის 11 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი დააკავეს. მათ სოფელ კაჭრეთში მდებარე 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 10 000 ლარი აიღეს. 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის რწმუნებულს გივი რამაზაშვილს და ზემო კაჭრეთი...

გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელის დაკავება თელავის მუნიციპალიტეტში

თარიღი: 2013-06-06
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-06
6 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი თედო ხოსროშვილი. მასთან ერთად დაკავებულია ინდ. მეწარმე რუსლან ყორშია და შპს „ხობი და დასუფთავების“ ყოფილი დირექტორი ნუკრი წოწორია. როგორც გამოძიება იუწყება, ამ პირებმა ფულადი ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, დაამზადეს ყალბი სასაქონლო ზედნადები. დაკავებულები თელავის რაიონულმა სასამართლომ 4500 ლარი გირაოს სანაცვლ...

რუსთავის მერიის თანამშრომლის დაკავება

თარიღი: 2013-06-05
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-06-05
5 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ბერაძე დააკავეს. გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირმა რუსთავში შენობის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 2 000 აშშ დოლარი აიღო. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთ...

ფოთის მერიის თანამშრომლის დაკავება

თარიღი: 2013-05-31
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-05-31
2013 წლის 31 მაისს, ფოთის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა საპატრულო პოლიციამ დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების მიზეზი პატრულთან შელაპარაკება გახდა, ხოლო ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი თანამდებობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს უნდა და დაკავების მიზეზიც ეს გახდა. საპატრულო პოლიციასთან ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელიაც იყო მისული და დაკავებულის ოჯახს წევრებს შეხვდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის განმარტებით, ტიბუა მანქანის მართვისას ტელეფონ...

ბათუმის მერიის თანამშრომლების დაკავება

თარიღი: 2013-05-20
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-05-20
2013 წლის 20 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და კომპანია ”ელდეკ ჯორჯიას” თანამშრომლები სახელმწიფო თანხის მითვისებასა და სამსახურეობრივი მოვალეობის მიმართ გულგრილ დამოკიდებულების ბრალდებით დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის დაკავებული სამი თანამშრომელი გამოძიების დასრულებამდე დარბაზიდან გაათავისუფლა. მერიის თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლდნენ ”ელდეკ ჯორჯიას” თანამშრომლებიც. მათგან 5 000 ლარიანი გირაო მხოლოდ ერთ...

სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრების დაკავება

თარიღი: 2013-05-13
ოლქი: გურჯაანი , ჩუმლაყი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-05-13
მუნიციპალიტეტში კორუფციაში მხილებულნი არიან სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრები: გიორგი დვალი, იოთამ ორთოიძე და ბესარიონ ბერუკაშვილი. ბესარიონ ბერუკაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. გამოძიების დაწყებამდე მან ფინანსური ზარალი აანაზღაურა და ამიტომ სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გიორგი დვალს და იოთამ ორთოიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამავე ბრალდებით 13 მაისს გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტ...

სოფელ წყალთბილის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის დაკავება

თარიღი: 2013-04-28
ოლქი: ახალციხე , წყალთბილი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-04-28
სამართალდამცველებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალთბილის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული დააკავეს. პეტროს ვართანიანს ბრალი ქრთამის აღებაში ედება. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, მომხდარის შესახებ მან 26 აპრილს გაიგო და დეტალების გარკვევას ხვალ აპირებს. ბლიაძის განცხადებით იგი პეტროს ვართანიანს თვენახევარია იცნობს, მას შემდეგ რაც ახალციხის გამგებლად დაინიშნა. პეტროს ვართანიანის შეფასებით რწმუნებული თავის საქმეს და დაკისრებულ მოვალეობას კარ...

ივანე ოსაძის დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

თარიღი: 2013-04-20
ოლქი: ქარელი , ქარელი
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-04-20
2013 წლის 20 აპრილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე ოსაძე დააკავა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მიხედვით, ივანე ოსაძემ სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 7 000 აშშ დოლარი აიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაიწლითაა აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თავისუფ...

სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დაკავება

თარიღი: 2013-04-17
ოლქი: ადიგენი , გორგული
ინციდენტის კატეგორია: სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ

2013-04-17
2013 წლის 17 აპრილს სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურა ტაბიძე. რწმუნებულმა პირუტყვის შეძენისათვის 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი დოკუმენტაცია დაამზადა. ტაბიძესთან ერთად პოლიციამ საქმეში თანამონაწილე სხვა პირიც დააკავა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველო იძიებს....