2012-09-23
23 სეტემბერს, ღამით "ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ეს მჟავა იყო, რადგან დვალმა დაზიანებები მიიღო და მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებულის ინფორმაციით, უცნობი პირები ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან "შკოდის" მარკის ავტომობილით მიიმალნენ. ბუბა დვალმა ავტომანქანის სანომრე ნიშნების გარჩევა ვერ შეძლო....
2012-09-21
გორის რაიონში ბოშურის ხეობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაურიგა ამომრჩევლებს 150–150 ლარი და ჩამოართვა პირადობის მოწმობები. ხეობაში 400–მდე ამომრჩეველი ცხოვრობს, ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ბოშური მიუდგომელია, არ არის ტელევიზიაც ხელმისაწვდომი და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომრის "5" პლაკატებია გაკრული....
2012-09-20
საგარეჯოში ამომრჩევლებთან შეხვედრა ჰქონდა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელს. ყველა ის ადამიანი, ვინც ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, აღმოჩნდა მუქარის და შეურაცხყოფის მსხვერპლი გამგებელ გია ჩალათაშვილის მიერ. იგი გამუდმებით ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, ითხოვს მათგან, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცენ. რაიონში მსგავსი მუქარების გამო ადამიანებს ეზღუდებათ არჩევანის უფლება....
2012-09-12
მეზობელმა გააქირავა უცხოეთში წასული ნათესავის ბინა. დამქირავებელი არის პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოითხოვა ბინის პატრონის პირადობის ნომერი. კითხვაზე - რატომ - უპასუხა, რომ დაგვავალეს თითომ 20 ხმა უნდა მოვაგროვოთო,(თუნდაც მიიტანონ მრავალჯერ განმეორებადი პირადობის ნომრები)....
|
თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-09-12
ჩემი მეგობარი მუშაობს მასწავლებლად სანზონაში. დამირეკა თქვენი პირადობები ჩამაწერინეო. მე და ჩემი გოგონა ვცხოვრობთ და ჩაწერილი ვართ ვარკეთილში. ნაციონალური მოძრაობისგან აქვს დავალებული ხმების მოგროვება და ამომრჩეველთა მოზიდვა....
2012-09-12
IDFI-იმ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში დააფიქსირა წინასაარჩევნო დარღვევა. თბილისის მერის ოფიციალური Facebook-ის გვერდი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. მერის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად იდება ალბომები და ჩანაწერები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების საკუთარ საარჩევნო რაიონებში წარდგენას შეეხება. გიგი უგულავა კი მოხსენიებულია როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და არა როგორც თბილისის მერი.
ი...
|
თარიღი: 2012-09-03
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-09-03
2012 წლის აპრილის დასაწყისიდან „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი სადამკვირვბლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა გამოიკვეთა თბილისის მასშტაბით. კერძოდ, თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით აპრობირებულია მეთოდი, რომლის მიხედვით ისინი ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ განცხადების ავტორს ამისამართებენ ქალაქ თბილისის მერიის ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეიცავს იმ ...
2012-08-14
12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე, სადაც პარტიის ხარჯით მოხდა მასიური სადღესასწაულო ლხინის გამართვა, ესწრებოდა, როგორც პარტიის აქტივისტები ასევე რიგითი მოქალაქეები. ამასთან, ღონისძიებაზე მოხვედრა მოქალაქეთათვის შეზღუდული იყო და დასწრება სპეციალურის სიებით ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ტარდებოდა საჯარო ადგილას, ხოლო შემსვლელთა კონტროლი ხდებოდა პოლიციის დახმარებით.
[youtube]85oNXmJXmH...
2012-08-16
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს უკანონო გადაწყვეტილებები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებისა და კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის დადასტურებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯა...
2012-08-03
ვიდეო რგოლში საუბარია პროგრამის წარმატებაზე და პირდაპირ ხდება საჯარო ინსტიტუტის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
[youtube]a0Cc4YeBSzQ[/youtube]...
2012-08-03
ვიდეორგოლში საუბარია ახალი საავადმყოფოების მშენებლობასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე. აღნიშნულ რეკლამაში მუდმივად ფიგურირებს საქართველოს პრეზიდენტი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
[youtube]mh97T3_hexo[/youtube]...
2012-08-03
კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები და საუბარია მთავრობის ათპუნქტიან გეგმაზე, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვაზე. პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნოთ, იგი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეკლამის პოლიტიკურ ხასიათს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეულ...
2012-08-03
ვიდეო რგოლში ხაზგასმულია კონკრეტული სახელმწიფო უწყების წარსული მიღწევები.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
[youtube]GwcDL2uPAO0[/youtube]...
2012-08-03
ვიდეორგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებზე „ვარდების რევოლუციამდელ“ მთავრობასთან შედარებით.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
[youtube]uKiull83hQw[/youtube]...
2012-08-03
ვიდეორგოლში საუბარია წარსულში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით მიღწეულ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
[youtube]1YjhNrpHozU[/youtube]...
2012-07-20
2012 წლის 11 ივნისს მოქალაქე (****) გამათავისუფლეს სსიპ (****) ფონდიდან, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის დაქვემდებარებაშია. ვმუშაობდი მთავარ სპეციალისტად ერთ-ერთ დეპარტამენტში. ღიად ვაცხადებდი ჩემ პოზიციას და მხარს ვუჭერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე თანამშრომლებმა გავინაწილეთ დავალებები და ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით. მოულოდნელად დამიბარეს და მითხრეს, რომ ნოემბრამდე უნდა შევწყვიტო მუშაობა. განცხადება დამაწერინეს თითქოს ოჯახური მიზეზის...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-21
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლება სამინისტროებში მომუშავე პირებს დაავალეს, მიიტანონ 10 ადამიანის მონაცემი, (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონი), რომლებიც არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას მისცემენ ხმას. იმის გასაკონტროლებლად, ნამდვილად მისცეს თუ არა ხმა, სავარაუდოდ, ამ პირებს მიუთითებენ ე.წ. შიფრს მაგ. შემოხაზვა ოთხკუთხედად, მრგვალად და 3 წერტილით, ან სხვა.
აღნიშნული პროცესი დაიწყო დაახლოებით ორი კვირის წინ და მონაცემების შეგროვება ყველა თანამშრომელს დაევალა....
|
თარიღი: 2012-07-19
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-07-21
2012 წლის 11 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის N158 ბრძანებას ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. დებულების მე-5 მუხლის მიხედვით „საკონსულო აღრიცხვას“ ვერ გაივლი, თუ სხვა დოკუმენტებთან ერთად არ წარადგენ ცნობას „საცხოვრებელი ადგილიდან“. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვა...
იხილეთ ყველა (2) კომენტარი
2012-07-31
2012 წლის 17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა სამი პირის: მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების შესახებ. შსს-ს ცნობით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენ...
2012-07-18
სხვადასხვა სამინისტროს და საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის შემოსავლების სამსახური) რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელი პირები მათ ავალდებულებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენას. შესაბამის სამსახურში ჩატარდა თათბირი სადაც იგი დაიბარა უშუალო უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მხარდამჭერის სიის შედგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუ...