2012-09-25
25 სექტემბერს "ქართული ოცნების" აქტივისტების ახალგაზრდული ფრთის
წარმომადგენლები - ნიკა პატარქლიშვილი და გიორგი ნადაშვილი გურჯაანში აკრავდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის სააგიტაციო მასალას, მათთან მოულოდნელად მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები - თორნიკე სიბაშვილი და თეიმურაზ ბუწაშვილი, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ნიკა პატარქლიშვილ...
|
თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , ველისციხე
ინციდენტის კატეგორია: სხვა
|
2012-08-16
2012 წლის 16 აგვისტოს „გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი, ნატალია სარქისაშვილი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზარალებულ იმ მოსახლეობას იღებდა, რომელთაც ზარალის გამო კომპენსაცია არ მიუღია. მასთან გურჯაანის წყალკანალის თანამშრომელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გურამ გურგენაშვილი მივიდა და მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა. იგი ხელში ურტყამდა ჟურნალისტს და არ აძლევდა გადაღების თავისუფლად გაგრძელების საშუალებას.
„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრივებელთან საუ...
2012-08-09
2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დ...
2012-08-16
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე და ფანჯრებზე.
[youtube]xjWWjhoz83s[/youtube]...
2012-08-14
გურჯაანის სოფელ ძირკოკში, სადაც 13 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ჭიდაობის ტურნირი,ხალხს ღონისძიებაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმული ადამიანები იწვევდნენ....
2012-08-13
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთ ოთახში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები და სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი.
[youtube]AU9tuJIHFQ0[/youtube]...
2012-08-13
2012 წლის 30 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანში დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი „United security“– დაცვის სამსახურში 2012 წლის აპრილიდან მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხო...
2012-08-01
31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგო...
2012-07-13
2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის პოლიციაში მოწმის სტატუსით დაიკითხა სოფელ კალაურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამარ ამონაშვილი, რომელსაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგიდან“ 117 აშშ დოლარი ჩაერიცხა. პედაგოგი 2012 წლის აპრილის ბოლოს იგი მისი მეუღლის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 29 ივნისს მასთან მივიდა უბნის რწმუნებული, რომელმაც გადასცა უწყება, რომლის თანახმად დაბარებული იყო გურჯაანის პოლიციის სამმართველოში, სადაც მის დაკითხვას აწარმოებდა...
2012-07-13
2012 წლის 28 მაისიდან სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი შპს „ხიდმშენი“ და “გვირაბები 99’’-ში მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ამასთანავე, მარიამ მიჩიტაშვილმა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას სამი თვის ვადით მიაქირავა თავისი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი. როგორც მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, 2012 წლის 20 ივნისს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99’’ სამმართველოს უფროსის მოადგილე გივი მახარაძე დაბარებული იყო კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი სიბაშვილთან, რომელმაც მას ...
2012-07-13
2012 წლის 11 ივნისს სოსო მთივლიშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გათავისუფლდა. სოსო მთივლიშვილის და, ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი გამოსთქვავს ვარაუდს, რომ მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლება მის „მაესტროში“ სამსახურის დაწყებასთან არის კავშირში....
2012-07-18
კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა გოგიტა სიბაშვილმა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს დაავალეს ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაცია, რომელთაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მინიმუმ ათი მხარდამჭერი უნდა მიიყვანონ. ასეთი დახმარების სანაცვლოდ კი მათ შესაბამის სამსახურში შუამგომლობას და ანაზღაურებადი შვებულების მიცემას პირდებიან.
[url]http://transparency.ge/blog/akhali-partiuli-davalebebi-g...
2012-07-02
2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის - ნიკო მამიაშვილის N 111 ბრძანების საფუძველზე სამსხურიდან გათავისუფლდა სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარო გოგილაშვილი, რომელიც ამასთანავე სოფელ არაშენდას საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგია. სამსახურიდან გათავისუფლებას მარო გოგილაშვილი "ქართული ოცნების" კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობას უკავშირებს....
2012-06-10
2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დააკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ....
2012-05-21
აპრილის დასაწყისში რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად ყვირალაშვილი გათავისუფლებულ იქნა შპს „დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მან გურჯაანში ორგანიზება გაუწია „ქართული ოცნების“ დაფუძნებას. შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის მაისის თვეში ეწურებოდა, თუმცა ზვიად ყვირალაშვილს შრომითი კონტრაქტი აპრილის დასაწყისში ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუწყდა....
2012-05-21
აპრილის დასაწყისში ზეწოლა განხორციელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტზე - ზურაბ თერგიაშვილზე, რომელიც 7 წლის მანძილზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლის პოზიციაზე. ერთთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 1 აპრილიდან მას შრომითი კონტრაქტი აღარ გაუგრძელდა. ზურაბ თერგიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა....
იხილეთ ყველა (3) კომენტარი